გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროგრამების სახალხო განხილვა დასრულდა

15-10-2019

აჭარაში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროგრამების სახალხო განხილვა დასრულდა

 დასკვნითი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან გამართა. 

შეხვედრაზე სოფო კილაძემ, მოქალაქეებს კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი 10 მთავრი პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახისგაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან კოდექსმა დადებითიშეფასებები დაიმსახურა. ადგილობრივებმა სპეციალური კითხვარის დახმარებით, რამდენიმე სასურველი პროგრამა თავად შეარჩიეს, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებებია რაიონში“, - განაცხადა სოფოკილაძემ.
 
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საინფორმაციო კამპანია, მომდევნო კვირიდან რაჭა -ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში გაგრძელდება.