გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა

15-10-2019

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია, ბათუმის, ზუგდიდის, თბილისისა და გორის  შემდეგ,  ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა. ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისებით, როგორიცაა განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალ www.my.gov.ge  მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ.

 

შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი  უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები  ელექტრონულადვე განახორციელონ.

 

პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

 

ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს, რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა napr.gov.ge/pol  წარმოდგენილი.  პრეზენტაციაზე მეწარმეებს ის უპირატესობები განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს. ასევე, საინფორმაციო ბუკლეტები და ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

 

ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.