გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

NDI- ს კვლევის თანახმად, ახლანდელი მერია და საკრებულოები წინა ადგილობრივი მთავრობის მსგავსად მუშაობს

16-01-2018

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით,  საქართველოში გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 44% ფიქრობს, რომ 2017 წლის ოქტომბერში არჩეული ადგილობრივი მთავრობა (საკრებულო, მერია) წინა, 2014 წლის ივნისში არჩეული მთავრობის მსგავსად იმუშავებს,  34 %-ს ადგილობრივი მთავრობის უკეთესი საქმიანობის მოლოდინი აქვს,  12%-ს უარესის, ხოლო მოსახლეობის 11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.  


ამასთან,  გამოკითხულთა  უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: საბავშვო ბაღები, პარკები და გამწვანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩების ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საგზაო მოძრაობა,  ინფრასტრუქტურის განვითარება განს. საჭიროების მქონე პირებისთვის, მშენებლობებზე ზედამხედველობა და ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, თავს საშუალოდ გაართმევს.



კვლევები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს

მიერ შესრულდა და 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.