გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს

16-10-2019

„როგორც პარლამენტის წევრმა ვიცი, რომ ორივე საკითხი არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე, იმიტომ, რომ ამის ჩამოშლას მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, როგორ წავა გამოძიების პროცესი, როგორ გასცემს ის კითხვებზე პასუხებს, ეს ცალკე საკითხია და კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს.

„ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფერში ჩართული არიან უცხოელი ექსპერტები, სწავლობენ და აფასებენ საქმეს. დანაშაულის შემადგენლობა რამდენად არის და თუ არ არის, ეს მათი მოკვლევის საკითხიც არის და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპეტენტური აზრი იყოს და კითხვები არ დარჩეს კონკრეტული სისხლის სამართლის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ პორტი აშენდეს, ქვეყანას ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და გამოიყენოს ის მაქსიმალურად, მაგრამ ამავე დროს, ეს პორტი არ იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ გადაიფაროს სხვა რაღაც კონკრეტული ქმედება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.​