გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

16-10-2019

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

"დიდი ხანია საბერძნეთში ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, შემდეგ მეზობელს ვთხოვე შესულიყო და გაეგო ხომ არაფერი უჭირდა. ცოტა ხანში კი გავიგე, რომ თავი მოუკლავს. მას ისეთი ხასიათი ჰქონდა შეუძლებელია თავი მოეკლა, სულ ვეუბნებოდი ბავშვის ხასიათი გაქვს-მეთქი. დილით ბავშვის ხალიჩას წმენდდა, ჩვეულებრივად მესაუბრებოდა და როგორ დავიჯერო, რომ უცებ თავის მოკვლა გადაწყვიტა? ვფიქრობ, ეს არ არის თვითმკვლელობა. ისიც გაუგებარია ვის უნდა მოეკლა", - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ნინო ჭონიშვილი, რომელიც საბერძნეთიდან დღეს დილით ჩამოფრინდა.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი 17 ოქტომბერს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"პია"