გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლაშა ნაცვლიშვილი: გიგა ბოკერია ხაზინის ქურდია

16-10-2019

„გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ნაცვლიშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას ყოფნის დროს სარეზერვო ფონდიდან გაფლანგულ ათეულობით მილიონი გაიხსენა:

„ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვა-მითვისება-არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ იფიქროს, რომ ამ საქმეებს უჭირდა ან მტკიცებულებითი ტესტი არ იყო დადგენილი. ერთადერთი ინტერესი იყო - ქვეყანაში შემდგარიყო დემოკრატის კონსოლიდაცია“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილიდან ბოკერიამდე უკლებლივ ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეა:

„ის, რომ გიგა ბოკერიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა ან არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული სოციოლოგიური კვლევების უცვლელ ფანტომურ ლიდერზე, მისტიურ კაცზე, დათო ბაქრაძეზე, არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან კრიმინალები. მე, როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ხალხის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა გაცნობიერებულად და პროკურატურის კანონით დადგენილი დისკრეციის ფარგლებში. საჯარო ინტერესი, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს არის ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ეს არის ყველაზე დიდი საჯარო ინტერესი, რომელმაც გადაწონა კონკრეტული ადამიანების დასჯის ინტერესი, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც ისინი იყვნენ მხილებულნი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელსაც 261 ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა დამალული ერთ-ერთი ინგლისური ბანკის, არ ჰქონდა დეკლარირებული და ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა მის მიმართ გამოძიება და ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, თუ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს დევნა“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

https://www.imedi.ge/ge/video/43437/lasha-natsvlishvili-stumrad-dgis-qronikashi?fbclid=IwAR0syF86tllpHo_IFjqpfeS8Cj4Kgor4fhb5A5Q0sRh4cDS9acRWJBCrXrI