გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხარაგაულში ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

16-01-2018

ხარაგაულში ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ განუცხადა, დასაქმებულები თვლიან, რომ დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 

"100-მდე ადამიანი მუშაობს ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. აქედან 60 ქართველია, დანარჩენი მუშა-ხელი ჩინეთიდან არის. ქართველები სრულად არიან გაფიცული. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები თვლიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ, დღეს დილიდან გაიფიცნენ," - განაცხადა პაატა ნინუამ. 

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.

გაფიცულები ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"