გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რა ქონებას ფლობს ირაკლი ღარიბაშვილი?

17-10-2019

რა ქონებას ფლობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღაბიაშვილი? – აღნიშნული დოკუმენტის ნახვა declaration.gov.ge-ზეა შესაძლებელი, სადაც თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაებია განთავსებული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია  13 ოქტომბერს შეავსო.

ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში 3 ბინა და 2 არასაცხოვრებელი ფართია დაფიქსირებული. გაგარინის ქუჩაზე 121,80 კვ.მ ფართობის ბინა და იმავე მისამართზე 16.00 კვ.მეტრის ავტოფარეხი. ასევე, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ ფართის ბინა და იქვე 38 კვ.მეტრის არასაცხოვრებელი ფართი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მოსაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი, 159 კვ. მეტრი ფართის ბინისა და 11.00 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მფლობელობაში ორი მანქანაა: – RANGE ROVER VELAR და აუდი A8 – რომელთა საერთო ღირებულება 121620 ევროა. 

რაც შეეხება ღარიბაშვილის საბანკო ანგარიშებს: საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიმდინარე და საბარათე ანგარიშებზე ჯამში 44958.6629 – ლარი აქვს.

ღარიბაშვილს დეკლარაციაში დანაზოგი და ხელზე არსებული თანხა აქვს ჩაწერილი, რომელიც 50 000 ლარს შეადგენს.

ახლა უკვე თავდაცვის მინისტრმა 2018 წელს შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის, სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლობისთვის 169926,87 ლარი მიიღო. 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის 2018 წელს 27100,06 ლარი დახარჯა, ხოლო შვილების განათლებაში 43939,6 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 8 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლევან იზორია შეცვალა.

cyc.ge