გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება

17-10-2019

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს აუცილებლობა გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა შეუნარჩუნდეს.

მათივე განმარტებით, საფრთხეების შეფასება, რის საფუძველზეც დასაცავი პირისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის ან შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, პერიოდულად ხდება და უშუალოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში საკითხი დეკემბრამდე კიდევ გადაიხედება.

თავად მარგველაშვილი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.

„მე ამას ვუკავშირებ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის უკვე პოლიტიკად ქცეული ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. რა უნდა მიკვირდეს? კონსტიტუცია შეცვალეს, რათა ჩემთვის რაღაცა ანგარიში გაესწორებინათ და ესეც ბუნებრივია, გაკეთდება. უნდა ჰყავდეს დაცვა ან არ უნდა ჰყავდეს, ეს სხვა თვალსაზრისით გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კონტექსტში მე ამას ასე ვხედავ. მარტო ეს ხომ არ არის?! ყოფილ დეპუტატს თუ აქვს პენსია, ყოფილ პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. პირველი სერიიდან თუ ვლაპარაკობთ, ეს სხვა არის, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ზოგადად იქიდან, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა და საითკენაც მთელი პოლიტიკა მიდიოდა, მაშინ გასაგებია ეს კონტექსტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

alia