17-10-2019
სტუდენტებს, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერია დააჯილდოებს.
“მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს. ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
აღნიშნული ინიციატივა ეხება 2019 წლის სკოლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:
1) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
2) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი, გაუქმებული ქ. გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმართველი თემის ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;
დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
• სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
• ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
•საბანკო ანგარიშის ნომერი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 17 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის ჩათვლით”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.