გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მდინარე ლიახვში ათეულობით ვირისა და ცხენის ლეშია ჩაყრილი

16-01-2018

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე ლერი მეზვრიშვილი მდინარე ლიახვში ჩაყრილი ათეულობით ვირის, ცხენისა და ძაღლის ლეშის შესახებ წერს.

"გამარჯობა! დღეს, როგორც ასეთი,  ვნადირობდი ჩემს მეგობრებთან ერთად მდ. ლიახვზე (კერძოდ გორის სამხედრო აკადემიის უკანა მხარეს) და გადავაწყდი საკმაოდ არააადამიანურ და გარემოსათვის  დიდი ზიანის მიმყენებელ ფაქტს, რაც ჩემთვის შემაძრწუნებელი და ამაზრზენი იყო.  კერძოდ, მდინარე ლიახვში, მჭიდროდ დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ხოლო სამხედრო აკადემიიდან 100 მეტრში საშუალოდ ერთი სატვირთოს კუზაო ვირის და ცხენის თავ-ფეხი, ტყავი და შიდა ორგანოები ეყარა (ასევე, ორი საკმაოდ მოზრდილი ძაღლი, რომლების იქვე გარევაც, ალბათ,  ვერ ინამუსეს  და ორი-სამი მეტრის მოშორებით წყალში გადაყარეს). ეს  ყველაფერი ხომ  მოსახლების ეპიდემიასა  და თავისთავად მდინარის ეპიდემიაზეც მოქმედებს! როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა სამსახურის და ქვეყნის წინაშე?! ქალაქის დასაწყისია, რომელიმე მიყრუებული სოფელი ხომ არაა?! გრცხვენოდეთ! ქალაქში დეპარტამენტიც არსებობს, ბევრი კადრიც და, ვფიქრობ,  ასეთი ფაქტების აღმოფხვრა და განეიტრალება შესაძლებელია.  ლიახვია, მეჯუდა და ტორტლა ხომ არაა მართლადამართლა, რომ პატარა და უმნიშვნელო მდინარეს მიეკუთვნებოდეს და გორის რაიონში იღებდეს სათავეს, მას ვერ სცდებოდეს?! ნახევარი საქართველო უნდა გაიაროს და რას არ უნდა მოედოს. ჩვენი სამშობლოა, სხვისი ხომ არა? უშუალოდ მაგ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე წელია, რაც ცოცხალი აღარაფერი დაცურავს წყალში.  ცალკე ''დენის აპარატით'' მოთევზავე ბრაკონიერების ბობოქრობით და ცალკე ეს პატარ-პატარა ეპიდემიის გამომწვევი ასეთი მიზეზებით! კარგით რა,  მართლადამართლა სირცხვიალია,  იმოქმედეთ ცოტა კანონიერად და პასუხისმგებლიანად.

დაბოლოს, როგორც მომავალი ეკოლოგი და გარემოს დამცველი, ფაქტზე  ამომწურავ პასუხს ვითხოვ. ამ ხორცის ძირითადი ნაწილის გასაღება-გაყიდვის საკითხსაც შევატყობინებ სურსათის უვნებლობას და პასუხს დაველოდები. ხალხი ცოდოა, ვინც არ იცის, ხომ თავს იკლავს ვირის, ცხენის, ძღლის და ა.შ ხორცის ჭამით (რა თქმა უნდა,  აქ უკვე მოიაზრება ყველა შინაური ცხოველი, რასაც ადამიანი ერევა)“- წერს მოქალაქე  „ფეისბუქის“ ერთ-ერთ  ჯგუფში.