გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერის გადაწყვეტილებით დამწვარი სკოლის სანაცვლოდ შატილში ახალი სკოლა აშენდება

17-10-2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შატილში სკოლის დაწვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“- აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.