გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში დასახლებულ პუნქტში კლდიდან მიწა ჩამოიშალა

16-01-2018

ქუთაისში, პეტრიძის ქუჩაზე კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რაც სავარაუდოდ, ორდღიანმა წვიმიანმა ამინდმა განაპირობა. 
მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ტერიტორიზე ქუთაისის ააიპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები მუშაობენ. 
"ჩახერგილი ხეები და მცენარეები გამოიტანეს, იწმინდება ტერიტორია, რომ პრობლემა არ შეიქმნას," - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ააიპ-ის საზოგადებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ. 
მისივე ინფორმაციით, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"