გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება

18-10-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, სახელწოდებით -„ნუ წაართმევ ბავშვობას“.

აღნიშნული კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობა.

მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციელები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კამპანიის ფარგლებში დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.
#ნუწაართმევბავშვობას