გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით პასუხობს

18-10-2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმინეს, ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით უპასუხა.

„რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, გადავწყვიტე ჩემი აზრი არ დავაფიქსირო არაფერზე. მხოლოდ მშრალი ფაქტები და რამდენიმე ციტატა” - განაცხადა მდინარაძემ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეხვედრა არათუ უშედეგოდ, საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდა“, - რომან გოცირიძე ზალკალიანი - ლავროვის შეხვედრაზე.

„შეუძლებელია ათი წლის თავზე შეხვედრას პარტიზანულად ან ნახევრად პარტიზანულად ატარებდე, იმიტომ, რომ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა, ყველაფერი იყო გასაიდუმლოებული“, - გიგი უგულავა იგივე შეხვედრაზე.

„შეხვედრა წარმატებულად მიიჩნიეს და მიესალმნენ: შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინსიტრო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი, ევროკავშირის საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების სპიკერი, ეუთო-ს თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიის პრეზიდენტი” .

„საქართველო აღარ არის აქტუალური, იგი გაქრა მსოფლიო ლიდერების რადარებიდან“, - გიორგი კანდელაკი.

„წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა“,- ჯეიმს აპატურაი.

„საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დღის წესრიგიდან ჩაჩოჩდა“, - გიგა ბოკერია.

„საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი“, - როუზ გიოტმიოლერი.
„საქართველოს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან პრაქტიკულად გააქრო“, - ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ჩვენ ქვეყნებს მოვუყვებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს“, - მედლინ მუნი.
და ბოლოს, „ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს აღმოჩნდა მოულოდნელი“. „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. რუსეთის შეტევა იყო საპასუხო“, - დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი გიორგი თარგამაძე ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავიანთი მხარდაჭერით ანუ რუსული ემედმენთები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში.
„წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყეს საქართველოს სამხედრო ძალებმა. რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას“, - ქართული საზოგადოება. დიდ მადლობა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.