გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ისრაელში, ქართულმა საკვირაო სკოლამ სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო

18-10-2019

ისრაელში,საქართველოს საკონსულოს ძლისხმევით, ქ. ლოდის პირველ ქართულ საკვირაო სკოლაში „მამული“, ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო.

სწავლის დაწყება „მამულის“ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციასთან და მხარდამჭერებთან ერთად, ისრაელში საქართველოს კონსულმა, დავით ჩაჩავამ და ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა, ანზორ ერქომაიშვილმა მიულოცა.

ქართული საკვირაო სკოლა „მამული“ 2018 წლიდან, დიასპორული ორგანიზაციის - „მამული“ / מאמולי ბაზაზე მოქმედებს და იგი ქ. ლოდში, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ „ქართულ სახლშია“ განთავსებული.

სკოლაში, ბავშვებს შესაძლებლობა აქვსთ შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, კულტურა და მუსიკა. საკვირაო სკოლაში ასევე გახსნილია ქართული წიგნის კუთხე.

2019 სასწავლო წელს, სკოლას ისრაელის სხვადასხვა ქალაქებიდან კიდევ ათამდე ახალი მოსწავლე შეემატა.