16-01-2018
ზუგდიდში იუსტიციის სახლთან მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ამ დროისთვის ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.