გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ

19-10-2019

ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხში განათლების და პედაგოგის შინაარსობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაცული იყოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის.


„ამასთან ერთად, ის გამოწვევები, რომელსაც გლობალური კონკურენცია უსახავს ჩვენს ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ნაწილში, თუნდაც ძალიან სპეციფიური ცოდნების ნაწილში, რა თქმა, უნდა, აქაც თქვენი ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველაფერს ამას რომ გავცდეთ, ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ნაწილი ხართ თქვენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.