გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19-10-2019

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პოლიციელების როლს მოქალაქეების სოციალურ ცხოვრებაში.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი მსხვილი სოციალური ჯგუფების განვითარება, მათი ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის პირობები, როგორიც არის პედაგოგიკა, მედიცინა და სამართალდამცავი სისტემა. ამას მარტივი ახსნა აქვს. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ზრუნავს ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ვალდებულებები“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს სოციალურ ნაწილში აქვს საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები და წინგადადგმული ნაბიჯები, როგორც პედაგოგების, ასევე ექიმების ნაწილში.

„იყო პატარა ჩამორჩენები, თუმცა ჩემზე უკეთესად იცით, სახელმწიფომ სამედიცინო სფეროში რამხელა რესურსები და ძალისხმევა მიმართა. აქ ვართ იმისთვის, რომ პირველ რიგში პროფესიულ ნაწილზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ღიად, მწვავედ და კრიტიკულად. ეს შეხვედრები, დისკუსიები იქნება პედაგოგებთან, ექიმებთან, სამართალდამცავ სისტემასთან და შემდეგ უკვე მივხედავთ ჩვენ ბიუროკრატიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.