გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ქობულია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ვერ დაარწმუნეს ინვესტორები, რომ ანაკლია კარგი პროექტია

19-10-2019

„ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ვერ დაარწმუნეს ინვესტორები, რომ ანაკლია კარგი პროექტია“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, მისი თქმით, ჯერ დრო არ არის, ანაკლია მხოლოდ სახელმწიფომ ააშენოს.

“თუ პროექტში არის ინვესტორი, ის აქამდეც მოძიებული იქნებოდა. პრაქტიკულად ამოწურულია ამის რესურსი. ამოწურულია იმიტომ რომ ის ძალიან დიდი დამძიმება, რომელიც მოიტანეს საფინანსო ინსტიტუტებმა, არ გვჯერა ამ პროექტისო და მოგვიტანეთ სახელმწიფოს გარანტიაო. ეს პროექტი შეუძლია, რომ სახელმწიფომ გააკეთოს, მაგრამ ჩემი პირადი ა ზრია, რომ ჯერ-ჯერობით ამის დრო არ არის. ჯერ-ჯერობით ის სიმძლავრეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს გადაზიდვისთვის, არის საკმარისი იმისთვის რომ გავატაროთ ის ტვირთი, რაც მოდის” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ფულში პროექტის განხორციელება შეფასებულია.

„ეს არის 600 მილიონი დოლარი. ეს არ უნდა წავიდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე უნდა შევახსენო მაყურებელს, რომ ფინანსირების სტრუქტურა ისეთია 200 მილიონი სახელმწიფოს კაპიტალი და ინვესტორების კაპიტალი, 400 მილიონი არის სესხი პირველ ფაზაში. ანალოგიური სტრუქტურით წავა შემდეგ ფაზებიც ალბათ. სახელმწიფო ამ შემთხვევაში მენეჯერის ფუნქციითაც გამოვა და კაპიტალში შევა, რა თქმა უნდა გარანტიის მიცემაც არ იქნება საჭირო. იმიტომ რომ სახელმწიფო პროექტი იქნება თუ ამის გაკეთება უნდათ. მაგრამ მე ვიმეორებ, არ მგონია, ეს არის საუკეთესო საშუალება დღეს ფულის დახარჯვის ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ამის განუხორციელებლობის შემთხვევაში ბევრს არაფერს დაკარგავს კი არა შეიძლება მოიგოს კიდეც. ის ინვესტიციები რაც უნდა დაიხარჯოს ამ პროექტში, შეიძლება დაიხარჯოს ბევრად უფრო საჭირო საქმეში, იგივე იმ რეგიონში. რეგიონში, სადაც გვაქვს უნიკალური სანაპირო ზოლი, ინფრასტრუქტურა ტურიზმისთვის. სადაც უკვე კერძო ინვესტორები ააშენებდნენ სასტუმროებს. 100 მილიონი დოლარი უნდა ჩადოს სახელმწიფომ მარტო კაპიტალში და 100 მილიონი კიდევ ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში და ა.შ ასეთი თანხით შეიძლება შესანიშნავი ინფრასტრუქტურის გაკეთება ტურიზმისთვის. ასეთ შემთხვევაში მოხდებოდა რეგიონის ძალიან ძლიერი განვითარება. მე საერთოდ არ ვარ მომხრე შეთქმულების თეორიების. ვიღაცის ინტერესი დევს, იქიდან რუსეთი, აქედან აშშ-ის. ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი” - განაცხაა გიორგი ქობულიამ.