გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გახარია სპორტსმენებს: იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები

19-10-2019

მინდა იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც სპორტსმენების საჭიროებებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სპორტის განსაკუთრებულ როლს შიდა ქართლის რეგიონისთვის.

„შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონებში სიარული დავიწყეთ ქართლით. აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს. შემთხვევითი არ არის რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს თავისი წარსული, თავისი ისტორია, თავისი ადგილი და სიტყვა აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველი ჯერ პედაგოგებს შევხვდით, შემდეგ მედიკოსებს და ახლა სპორტსმენებს. სინამდვილეში ამას აქვს მარტივი ახსნა - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ამის ყველაზე კარგი განსახიერება ხართ თქვენ. ჯანმრთელობა და განათლება - ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდობის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, რაც მთავრობის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს ეფექტურად ემსახუროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.