გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შატილის სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა

19-10-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

დღეს სკოლაში სასკოლო მერხებისა და დაფების მიწოდებაც განხორციელდა. სააგენტოს პარტნიორ კომპანიებთან ერთად კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის, მხატვრული ლიტერატურისა და ავეჯის მიწოდება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლოდ ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.