გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

19-10-2019

„რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„კრემლისთვის მიუღებელია, რომ მისი მეზობელი საქართველი ნატოს წევრი გახდეს. მას რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი. თუმცა, ახლა ურჩევნია რომ გარშემო არშემდგარი, არასტაბილური სახელმწიფოები ჰყავდეს, რომელთა მართვა და გამოყენება უფრო ადვილია“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს უკანონო ბორდერიზაციას.

„რათა ერთი მხრივ არ მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, მეორეს მხრივ შეძლოს ამ მგრძნობიარე პოლიტიკურ პროცესში თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს. ამიტომ მივმართავთ ოპონენტებს, რომ გვყავს ერთი მტერი, ოკუპანტს ერთი სახელი ჰქვია, მის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მათ არ ესმით, როდესაც ოკუპაციაზეა საუბარი რუსეთს კი არა, ხელისუფლებას და ქვეყანას ებრძვიან. ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.