გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20-10-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებენ.

ამჯერად, დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების მენეჯერებსა და სამმართველოს უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს აღნიშნულ რეგიონებში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებული გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები.

მხარეებმა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამომძიებლებს სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია უწყების შიგნით გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

მსგავსი სახის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში.