გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარეკ დუდაევი მოკლეს

17-01-2018

ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ინფორმაციას ცხინვალის პრესაზე დაყრდნობით qartli.ge ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მას მილიციის თანამშრომლებმა ესროლეს.


მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში მეორე სართულზე იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუდაევს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.


მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.


დღეს დილით დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყებოდა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო იარაღის ამოღების ღონისძიებები ტარდებოდა.

nsp.ge