გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები არ განუახლებიათ

21-10-2019

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან,  სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რჩებიან ქართველი სამართალდამცველები.

საოკუპაციო ხაზთან თერთმეტი თვის წინ დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე მავთულები რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ გაავლეს. რკინის ე.წ. გამყოფი ბარიერი დაახლოებით 350 მეტრის სიგრძეზეა გავლებული.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, ორი დღის წინ კი ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

შეგახსენებთ, რომ  19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.