გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნატო ხიანდრავა: ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

21-10-2019

ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად "პროგრეს ბანკის" გადასარჩენად იყიდა. მას "პროგრეს ბანკში" ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა.


"ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს.
,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ "ქართუს" და "პროგრეს ბანკს" შეეხო. "ქართუ" ბანკმა კრიზისს გაუძლო, "პროგრეს ბანკს" კი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების დაძლევა დამოუკიდებლად გაუჭირდა”,- აცხადებს ნატო ხაინდრავა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად "პროგრეს ბანკის" გადასარჩენად იყიდა.

„ქართუ ბანკს“ ართმევდნენ და ახალ ბანკს რატომ იყიდიდა? ცხადია, ეს იყო ქველმოქმედების ნაწილი. დამირეკა ბატონმა ბიძინამ, ბატონი კახი კალაძის ბანკს დახმარება სჭირდება და იქნებ დავეხმაროთო და მოვიფიქრეთ რომ კაპიტალი თუ გაიზრდებოდა, ბანკს არ გაუჭირდებოდა შემდგომი პროცესების მართვა. ჩვენი ბანკის მეშვეობით ხდება თუ რამე გადარიცხვა არის საჭირო. მართალი გითხრათ, უცხოეთში გადარიცხვა ძალიან იშვიათად, პირიქით, უცხოეთიდან მოდის ჩვენთან გადარიცხვები და დიდი ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება „,- განაცხადაბ ,,ქართუ“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ნაამბობის თანახმად, "პროგრეს ბანკის" ყიდვა უნდოდა, თუმცა საერთაშორისო აუდიტორებმა მხოლოდ ე.წ. ჯანსაღი აქტივების შეძენა ურჩიეს. ყოფილი ბანკირი ეჭვობდა, რომ "პროგრეს ბანკში" სავარაუდოდ ფულს ათეთრებდნენ. მაშინ არაფერი უთქვამს. იმ ქვეყნის კანონით, სადაც მამუკა ხაზარაძე ცხოვრობს, დანაშაულის შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე, როგორც ფულის გათეთრება, რასაც თავად მას ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ედავება.cl