გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა სალიას კომენტარი რუსთავი2-ის 60%-ანი წილის დაყადაღებაზე

21-10-2019

უსთავი2-ის გენერალური დირექტორი, იურისტი პაატა სალია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაყადაღებას ეხმაურება.

სალია ამბობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ეს ღონისძიება ტელეკომპანიის გამართულ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. 

„ეს ინფორმაცია ჩვენც დღეს შევიტყვეთ. არც სასამართლოსგან და არც მოსარჩელეებისგან არანაირი დოკუმენტაცია არ მიგვიღია. გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღის სახით. სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მხარის მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაშიც, რაღაც არაორდინალური არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ჩვენს მოქმედებებს, როგორც კი გავეცნობით სასამართლოს განჩინებას და ასევე სარჩელს, პოზიციას საჯაროდ გავახმოვანებთ. 

ტელეკომპანია აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით მაყურებელს. თუ რაიმე ეტაპზე, ჩავთვლით, რომ ზიანი ადგება ტელეკომპანიას და ქიბარ ხალვაშის ინტერესებს, ვიმოქმედებთ შესაბამისად, საპროცესო ნორმების გათვალისწინებით. 

ჯერ ვიცნობთ დოკუმენტს და შესაბამისად, ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება. 

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს, ეს ყადაღის თემასთან არანაირ კავშირში არ არის. ხანდაზმულობის საკითხი განიხილება არსებით სხდომაზე. ეს დამოკიდებულია მხარეზე დააფიქსირებს თუ არა ამ გარემოებას და ცხადია, ჩვენ წარვადგენთ ჩვენს პოზიციას, რომ ამ საკითხზე ხანდაზმულობის ვადა არის გასული“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ პაატა სალიამ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი, რის საფუძველზე ტელეკომპანია რუსთავი2-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო.  

 

primetime.ge

cyc.ge