გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ორ თვეში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს კომფორტული პირობები შევუქმნათ

21-10-2019

ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც ბალანსის დაცვა აუცილებელია.

„შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, სამუშაო კომუნიკაციების არხების აწყობა პირველ რიგში ასოციაციებთან. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ორ სამ თვეში ყველა პრობლემა დავწყვიტოთ, იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ 2020 წლის გეგმებზე და ვამბობთ, რომ დარჩენილ ორ თვეში მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები იმისთვის, რომ მათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, რათა ბიზნესგარემო იყოს უფრო პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო მეგობრული ბიზნესისთვის“, - განაცხადა გორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე შრომის კოდექსთან დაკავშირებულ ინიციატივას. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია შედგება როგორც ბიზნესის, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებთან.

„ვისაუბრეთ შრომის კოდექსზე, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ინიციატივაა და პარლამენტში ჯერ არ შესულა. აღვნიშნეთ, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესების ბალანსი ეს არის ის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს ჩვენი დონის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, აქ პრიორიტეტები საკმაოდ რთული დასალაგებელია, თუმცა, ჩვენ ამას გავაკეთებთ პირველ რიგში ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით, ისევე, როგორც ამაზე საუბარი გვექნება პროფკავშირებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.