გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭოროხის შესართავთან მაშველები მამაკაცს ეძებენ

17-01-2018

აჭარაში, მდინარე ჭოროხის შესართავთან მაშველები ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ მდინარის ზედაპირზე მამაკაცის სხეული შენიშნა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაცია გუშინ, 18:30 საათზე დაიწყო და დღეს დილით განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში 5 ბრიგადაა ჩართული. ადგილზე მუშაობენ მყვინთავები.

reginfo.ge