21-10-2019
ფოთი - თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მოზარდს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"კურიერი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.