გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა ცნობილია

17-01-2018

ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურა მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობას ასახელებს. დეფაქტო უწყების ინფორმაციით, დუდაევს მისმა თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა. მკვლელობა სოფელ არცევში 15 იანვარს მოხდა.

კაზიევს ამ დრომდე ეძებენ. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.

დუდაევი 2004 წელს ქართველმა ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის 7 ივნისს ის ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას გადასცეს.

imedinews.ge