22-10-2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატები ამბობენ, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები მოთხოვნა, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. მათივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობასთან მუშაობენ და ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნასაც ხშირად იყენებენ.
დეპუტატის „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურიას თქმით, მუზეუმის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილაბლად უნდა აისახოს.
„ძალიან სირცხვილია ასეთ ხელფასზე ამუშაო ისეთი სტრატეგიული ობიექტის თანამშრომლები, როგორც დადიანების მუზეუმია. გრძელვადიან პერსპექტივას ნუ უსახავენ, პირადაპირ მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტში ამ თანხების გათვალისწინება. ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მისაუბრია, განათლების კომიტეტის სხდომა იქნებოდა თუ სხვა. არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული და პარტიამ ბრიფინგიც მიუძღვნა ამ თემას. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს თანამშრომლების მოთხოვნების შესაბამისიად“, - ამბობს ქებურია.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია თვლის, რომ მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნა ლეგიტიმურია და ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა მომავალ წელს ნაწილობრივ მაინც მოგვარდება.
„ნამდვილად დაინტერესებული ვარ მუზეუმის თანამშრომლობის ხელფასების გაზრდით. ამ კუთხით ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და ფინანსთან სამინისტროსთან. რა თქმა უნდა ლეგიტიმურია მათი მოთხოვნა . რამდენად შესაძლებელია ამ ეტაპზე, ეს მეორე საკითხია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ორი უწყება კიდევ ერთხელ გადახედავს ბიუჯეტს. ჩვენ უნდა ვიპოვით ის რესურსი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას მათ ხელფასი გავუზარდოთ. რაც შეეხება გაფიცვას, ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ნუ მიმართავენ რადიკალურ ზომებს. ვფიქრობ, რომ ეს დაიწყება 2020 წლის ბიუჯეტთან ერთად. მათი ხელფასი არის ძალიან დაბალი და ბუნებრივია ეს არის მათი პროტესტის საფუძველი“, - აღნიშნა ქვარაიამ.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას პირველ ნოემბერიდან გეგმავენ.
რადიო "ათინათი"