გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მილიონ ნახევარი საბიუჯეტო თანხა მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფო მოხელეების პრემიებისათვის - საგარეო საქმეთა სამინისტროს არამიზნობრივი ხარჯები აღმოუჩინეს

22-10-2019

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" საგარეო საქმეთა სამნისტროს არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს და კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

1.4 მილიონი ლარი პრემია-დანამატის სახით,

თვითნებურად დანამატის გამოწერის 7 შემთხვევა,

რაც ჯამში 18 020 ლარია და საგარეო უწყების თანამშრომელთა % რომელთაც ოფიციალური შტატი არ აქვთ. 

მონაცემები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გაავრცელა. ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამივე სსიპ-ში 2018 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება. 

საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურო, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, - აუდიტის დასკვნაში და ფლანგვის დეტექტორის კვლევაში ამ სიპების ხელმძღვანელების მხრიდან დანამატების თვითნებურად გამოწერის ფაქტები იკვეთება. არცერთ ორგანიზაციაში დღეს განმარტებებს არ აკეთებენ.

2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამ სსიპ-ის თანამშრომლების ანაზღაურება იყო 400 ათას ლარამდე, საიდანაც პრემია-დანამატისთვის მთელი წლის განმალობაში გამოყენებულია 65 ათასი, აქედან 18 020 ლარი გაიცა სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე, რაზეც სამინისტროს მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება.


რას გულისხმობს შესაბამისი რეაგირება დაკონკრეტებლი არ არის, თთმცა საგარეო უწყება ადასტურებს, რომ საბიუჯეტო თანხების თვითნებურად გამოწერის ფაქტი ნამდვილად მოხდეა. აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები პარლამენტშიც აქვთ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ხარჯების შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნა პარლამენტს უკვე წარდგენილი აქვს. კურიერის ინფორმაციით დოკუმენტი ამჟამად დამუშავების პროცესშია და მას საფინანსო კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

რუსთავი2