17-01-2018
რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება იზრდება. 2018 წლიდან გაუქმდა პრემია-დანამატების წესი და მოხდა თანამდებობრივი სარგოს გაზრდა. საჯარო მოხელეების ანაზღაურება უკვე განისაზღვრა და იქნება:
რუსთავის მერი 4500 ლარი, მერის პირველი მოადგილე 4000 ლარი, მერის მოადგილე 3750 ლარი. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) ხელმძღვანელი 2600 ლარი, მეორად სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) ხელმძღვანელი 1600 ლარი, მერის წარმომადგენელი 1600 ლარი, პირველი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების ანაზღაურება 700-900 ლარი.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე 4500 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 3750 ლარი, კომისიის თავმჯდომარე 2600 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე 2600 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 1600 ლარი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატის) ხელმძღვანელი 2600 ლარი, მეორად სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) ხელმძღვანელი 1600 ლარი.