გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!

22-10-2019

„გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!“, - ექსპერტი გია აბაშიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალერ ქსელში ეხმაურება.

„კი ბატონო, გასაგებია, წლების განმავლობაში ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც სამართალდამცავ, საგამოძიებო უწყებებს, პრაქტიკულად არ ჰქონდათ არანაირი პასუხისმგებლობა და რასაც უნდოდათ, როგორც უნდოდათ, ისე აკვარახჭინებდნენ პროკურატურა და სასამართლო. ალბათ. ამ კომპლექსის გამოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პროკურატურა „რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეა“ და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, სკურპულოზურად ცდილობს მიუდგეს გახმაურებულ საქმეებს.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სრულიად გაუგებარია, ხაზარაძის ეპისტოლარულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რატომ ითვალისწინებს პროკურატურა ამ თემის პოლიტიკურ სენსიტიურობას და რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!

ადამიანურად რომ ვთქვათ, გამოდის, რომ ხაზარაძემ უბრალოდ „მიუგდო“ მრავალტანჯული წერილი პროკურატურას და მიუხედავად ამისა, პროკურატურა ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ათას ხელში გამოვლილი ფურცელი, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება“, - ამბობს გია აბაშიძე.