გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ბერაია: ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ

23-10-2019

,,ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ” ,- ასე გამოეხმაურა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემა "SWOT ანალიზს", სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზა ისაუბრა.

,,მას გააჩნია ყველა ის თვისება, რესურსი და შესაძლებლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესი, ეფექტიანად უპასუხოს სამსახურის ოპერატიულ და ინსტიტუციურ გამოწვევებს, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე დამტკიცების პირველი დღეებიდანვე ნათლად ჩანს მისი მიდგომები, მათ შორის გახსნილობა და გამჭვირვალობის ის დასაშვები ხარისხი, რაც უნდა ახასიათებდეს თანამედროვე დასავლურ სპეცსამსახურს და მის ხელმძღვანელს”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.