ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო ზოლის რელოკაციის ფაქტს ადასტურებს

17-01-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც „პირველს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ამჯერად, ოკუპირებულ ტერიტორიის სიღრმეში უკანონო ინსტალაციების რელოკაცია დაფიქსირდა.


“2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესის რამდენიმე ეპიზოდი დაფიქსირდა.


კერძოდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის აპრილის მიწურულს პირველად მოახდინეს ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე ბოძებისა და მავთულხლართების ინსტალაცია.


ანალოგიურ უკანონო ქმედებებს ასევე ადგილი ჰქონდა მაისის, აგვისტოს და დეკემბრის პერიოდშიც.


მიმდინარე წლის იანვარში კი დაფიქსირდა ზემოხსენებული უკანონო ინსტალაციების რელოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე 100-150 მ. სიღრმეში. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის ზემოხსენებული ფაქტები უკანონო ქმედებებია”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

pia