გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

23-10-2019

 დღეს სოხუმის ნაწილს, ასევე, გუდაუთის, ახალი ათონისა და ბიჭვინთის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები დილის 7:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება, წერს „აფსადგილ ინფო“.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა ქვესადგურ "ბზიფი 220" -ზე ტრანსფორმატორის დაზიანებამ გამოიწვია. 7 ოქტომბერს ქვესადგურზე მეხის დაცემის გამო ავტოტრანსფორმატორი "АТ-2", რომლის სიმძლავრე 60 მეგავატია ავარიულად გაითიშა. შედეგად, გაგრის რაიონის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რადიო "ათინათი"