გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს და ქვეყნის წარმატება უბრალოდ გაუხარდეს

23-10-2019

ოპოზიციას, ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.


,,ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად და გვეუბნება ჩვენ, ვინც წლებია ყველაფერი გავაკეთეთ ამ დოკუმენტის გასატანად. ოპოზიციას, ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს”,- წერს თამარ ჩუგოშვილი