გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: არაფერია გასაკვირი იმაში, ივანიშვილების ოჯახი ყურადღებას უთმობს, როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე გლობალური პრობლემების გადაჭრას.

23-10-2019

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს“-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მილიარდები იხარჯება იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა.

„ეს არის უანგარო დახმარება და, რა თქმა უნდა, ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, ის ყურადღებას უთმობს, როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე გლობალური პრობლემების - კლიმატური ცვლილებების გადაჭრას. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები არის ერთ-ერთი დიდი საფრთხე“-აცხადებს მინისტრი.