გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან ასეთი ღირსეული ქცევა არც პირველია და არც უკანასკნელი

23-10-2019

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან ასეთი ღირსეული ქცევა არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს ადამიანი განთქმულია თავისი ქველმოქმედებით, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც“-ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ეს მხოლოდ მისასალმებელი და საამაყოა.

„მით უმეტეს, რომ ამ ოჯახს ვერავინ უსაყვედურებს, რომ ყურადღებას აკლებს სამშობლოს. მის სახელს უკავშირდება არაერთი უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო პროექტი, მათ შორის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გრანდიოზული, მილიარდ ევროიანი პროექტი, ასევე, საქართველოს ისტორიული ძეგლების და ტაძრების რესტავრაცია და უამრავი სხვა სიკეთე. ქველმოქმედების კრიტიკა უბრალოდ გაუგებარია“, - განაცხადა პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის შესახებ.