გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ვერთობით, ყველა ტრაკებზე რომ ლაპარაკობს"

23-10-2019

 

 

ცოტა ხნის წინ, დავით ქაცარავამ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, უღირს საქციელში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას არასოდეს გაუკეთებია კომენტარი, იმ პერფომანსზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ჩაატარა და მომხრეებთან ერთად, შარვლები ჩაიხადეს.

 

"ალია"-მ მართლაც ვერ იპოვა ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი ამ თემაზე და დაუკავშირდა "გირჩის" ლიდერს.

ზურაბ ჯაფარიძეს არ სურს, დავით ქაცარავას განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, უპასუხა "ალიას" კითხვებს:

 

- ვისი იდეა იყო პერფომანსის გაკეთება?

- ჩემი, ზურა ჯაფარიძის. 

- თქვენც ხართ იმ ფოტოზე?

- კი

- კიდევ აპირებთ რაიმე სახის აქტივობას, საოკუპაციო ხაზთან?

- არა

- ამ გადმოსახედიდან, რა მოგვცა ამ პერფომანსმა, რა არის შედეგი?

- მთელი ქვეყანა ტრაკებზე ავალაპარაკეთ.

- ჩვენ არ გვინახავს თქვენი პასუხი იმ ხალხის მიმართ, ვინც საოკუპაციო ხაზთან მდგომ ხალხს ეძახის ჩახდილებს და ა.შ. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, პასუხი გაგეცეთ? 

- არა, არ გამჩენია ამის სურვილი. ვერთობით, რომ ყველა ტრაკებზე ლაპარაკობს :)))

- როდის გაიგო დავით ქაცარავამ ამ პერფომანსზე?

- როცა მივედით, მაშინ

 

"ალია"