გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბილ კიტინგი: საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით

23-10-2019

საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“ - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორისა და რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის რანგში საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გააჩნია.

„სამწუხაროდ, საქართველო ყველაზე დრამატულად წარმოჩინდა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა მის ტერიტორიაზე და რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ აგრძელებს რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას. დღეს საქართველო, უკრაინასთან ერთად ფრონტის ხაზზე იმყოფება რუსეთის წინააღმდეგ და გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის ძალისხმევას რუსეთთან დაპირისპირების საქმეში, რათა ქვეყანამ ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საფრთხეები გაანეიტრალოს, რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლოს და მიზნისკენ სვლა განაგრძოს ძლიერი და სუვერენული დემოკრატიის შენების გზაზე.

ვამაყობთ, რომ აქ ვიმყოფებით და ვაგრძელებთ საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული ფასეულობების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“ - განაცხადა კონგრესმენმა თავის გამოსვლაში.