გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია

23-10-2019

„ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

„ვაკვირდები ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენაზე საკუთარი $1.1 მილიონის გადარიცხვაზე ატეხილ უაზრო 'ვაი-ვიშს' და ვხვდები - ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია. აშკარა ფაქტების საღ, ზედაპირული ანალიზზის უნარზეც კი აღარაა საუბარი. ამ დროს, ის ინფო ინგლისურენოვან facebook-ჯგუფებშიც გავაზიარე. ამ ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი უცხოელები სრულიად დადებითად შეხვდნენ პლანეტის ფილტვების აღდგენაზე წვეთისოდენა ქველმოქმედების ფაქტს... ჩვენი ტოტალური სექტა კი სრულ ფსევდო-ჩაბჟირებულ (ბუნებრივადაც ვერ გამოსდით) მდგომარეობაშია. ვავა!“, - წერს გია აბაშიძე.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.