გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

NDI- საქართველოს მოსახლეობის 59%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

18-01-2018

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 59%-მა არ იცის, თუ ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში,  14% კითხვას პასუხს სწორად ვერ ცემს და მხოლოდ გამოკითხულთა 26%-მა იცის, რომელია მათი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

 

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.