გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

24-10-2019

შიდა ქართლის 429 წარჩინებული მოსწავლიდან, 259 გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

მოსწავლეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია გორის კულტურის ცენტრში გაიმართა.

კომპიუტერები მოსწავლეებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა გადასცეს. მათ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგები, ოჯახის წევრები და ახლობლები.

“პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერების ხელშეწყობა. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი ყველა ნიჭიერ მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის,”- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.