გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პანკისში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

24-10-2019

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობა შეიკრიბა. ადგილობრივები 27 მეგავატიანი სიმძლავრის "სამყურისწყალი 2" ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ჰიდროელექტროსადგური ხეობისთვის როგორც ეკოლოგიურად, ასევე ჯანდაცვის კუთხით დამაზიანებელია. გარდა ამისა, პანკისელები შიშობენ, რომ მათ სასმელი და სარწყავი წყალი შეუწყდებათ.

კომპანია "ფერი", რომელიც მშენებლობას ნოემბერში გეგმავს, მოსახლეობას ამ დრომდე არ შეხვედრია.

პანკისელებთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ჩავიდნენ. მათ ადგილობრივებს სპეციალური კითხვარი გადასცეს, რომელიც ჰესის აშენების თანხმობას, ან უარს პირადი მონაცემების წარდგენით დაადასტურებს.

ირმა ინაშვილის თქმით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის და საკითხის დაყენებას პარლამენტში გეგმავს.

"პია"