გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით მათიკაშვილი: დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება

24-10-2019

"საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის ცხადია ვერ იქნება. თუკი არსებობს რაიმე რისკი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე ცხადია არ მომხდარა“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის ცხადია ვერ იქნება. თუკი არსებობს რაიმე რისკი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე ცხადია არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველო თავისი სამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისტის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვას ის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოში არსებობს“,- განაცხადა დავით მათიკაშილმა.