გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ვარიანში “იაკობობა 2019” აღინიშნება

25-10-2019

27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის 179 წლის იუბილე “იაკობობა 2019″ აღინიშნება.

“მწერლის მშობლიურ სოფელში სტუმრებს 12:00 საათიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები ელოდებათ. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დედა ენის თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ. მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს სტუმრებს. 27 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით იმართება, “- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"კვირა"